ანეკდოტები

29 Apr

 

არ გრცხვენიათ, ქუჩაში რომ მათხოვრობთ?
– აბა, რას მირჩევთ, ოფისი გავხსნა?

* * *

გურული მოდის ყბაახვეული
– რა გჭირს ძამა?
– მარტო ვარ სახლში და რომ მოვკვდე, ყბას ვინ ამიხვევს?

* * * *

ექიმი პაციენტს:
– თქვენ გულის გაგანიერება გაქვთ!
– რა მიშველის ექიმო?
– ჯიბის გაგანიერება…

* * * *

ორი შინაბერა შეხვდა ერთმანეთს:
– აუ, ზოგს რა ბედი აქვს, ეს ჩვენი მეზობელი გათხოვდა, საყვარელიც ყავს და ორი დღის წინ გააუპატიურეს კიდეც!

* * * *

ექიმო, სარკეში რომ ვიხედები, გული რატომ მერევა?
– გადასარევი მხედველობა გაქვთ, ქალბატონო და იმიტომ.

* * * *

კაცი თევზაობს და ჭიაყელები გამოელევა. აიღებს ქაღალდს, დააწერს “ჭიაყელას” და ჩაუშვებს. ცოტა ხანში ანკესს ამოიღებს და ქაღალდი აქვს გაყრილი წარწერით “თევზი”.

* * * *

ტიპი მაგარი ნაცემი მოდის. მეორე ეკითხება:
– რა გჭირს იჩხუბე?
– ხო, სულ სახე ვურტყი ფეხებში.

* * *

მთვრალი კაცი ავტობუსში ცდილობს ასვლას. მგზავრები სიცილს დაიწყებენ.
– იცინეთ, იცინეთ, მე ავტობუსის მძღოლი ვარ და ვნახოთ ბოლოს ვინ გაიცინებს.

* * * *

– დედიკო, დედიკო! მე დღეს მასწავლებელმა ხუთამდე დათვლა მასწავლა!
– ჰოო? აბა დაითვალე!
– ერთი, ორი, სამი, რით ვერ დაიმახსოვრე, დებილო (ირტყამს თავში ხელს), ოთხი, ხუთი…

* * * *

ორი გურული შეხვდა ერთმანეთს.
– როგორა ხარ?
– გადასარევად! შენ?
– მე გადავირიე უკვე!

* * * *

– შენმა ქმარმა იცის, რომ ღალატობ?
– ჩემმა არა. შენმა იცის.

* * * *

– წელსაც მინდა პარიზში წასვლა.
– რა, შარშან იყავი?
– არა, შარშანაც მინდოდა.

 

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: