ანეკდოტები

29 Apr

 

 

ცაში მიფრინავს ორი ნიანგი: ერთი წითელი, ერთი მარცხნივ…

———————————————–

– ექიმო, აღარ მახველებს და რა ვქნა?
– ცივი წყლით დაიბანე დღეში ორჯერ და მერე ორპირ ქარში დადექი.

———————————————–

გურული შედის ეკლესიაში და ასე ლოცულობს:
რო ხარ, ქე ვიცი.
რაფრა ვარ, ქე იცი.
აპა, შენ იცი!

———————————————–

წითელქუდა:ბებო,ბებო რატომ გაქვს ამხელა ცხვირი, ყურები და შავი ულვაშები?
ბებო: იმიტომ, რომ სომეხი ვარ შვილო!

———————————————–

ომიანობის პერიოდში თბილისელი მოხვდება ჩოხატაურში და შევა მაღაზიაში.
-ხორცი გააქვთ? -ეკითხება გამყიდველს.
გაოგნებული გამყიდველი შეხედავს და ეუბნება:
-კი ძამა, ღორის, ხბოს, კამეჩის, რომელი გინდა?
-ყველიც ხომ არ გაქვთ?
-კი რავა არა: ჭყინტი, გუდის, მარილიანი, ჰოლანდიური.
-პური?
-კი, თეთრი, შავი, შოთის, ქარხნის.
თბილისელი:
-მეკაიფები?
გურული:
-შენ არ დეიწყე?!

———————————————–

კოჭლი ომში წასასვლელად ემზადება.
ცოლი ეუბნება:
– ნეტავ დაეტიო სახლში, ახლა იქ აუშალე სნაიპერს ნერვები.

———————————————–

ნარკომანი ზის ლამპიონის ძირას. მივა მეორე ნარკომანი და ლამპიონზე ეკითხება:
– აუ ეს მზეა თუ მთვარეა???
ეს ახედავს,დააკვირდება და პასუხობს:
– აუ არ ვიცი ძმა ამ უბნელი არ ვარ…

———————————————–

ჭიჭიკია სამსახურში ატესტაციაზე გადის. საატესტაციო ოთახიდან რაღაცნაირად აღელვებული გამოვა.
თანამშრომელი ქალი ეკითხება:
– რა ქენი, ჩააბარე?
– რა ჩავაბარე ქალო, ისეთი შეკითხვა დამისვეს, კინაღამ გავშრი კაცი.
– რა გკითხეს ეგეთი?
– რა და დეგენერატი გამომცდელი მეკითება სად აქვთ ქალებს ყველაზე შავი და ხვეული თმაო. აბა ამ შეკითხვაზე როგორ უნდა გამეცა პასუხი?
– პასუხი გაიგე მაინც?
– კი ზიმბაბვე ყოფილა.
– მერე რა მოხდა თუ ზიმბაბვეა პასუხი?
– როგორ თუ რა მოხდა ქალო? კაცი 40 წლის გავხდი და პირველად გავიგე ქალის იმ ორგანოს თუ ზიმბაბვე ერქვა.

———————————————–

მიხო ექიმს ეუბნება:
– ექიმო ერთი თხოვნა შემისრულეთ, შიდსი ამკიდეთ.
– რატომ კაცო?
– ჩემი მეზობელი შაქრუა ჩემს ცოლთან დადის დედა უნდა ვუტირო.

 

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: