ყველაზე სასაცილო ხუმრობა მსოფლიოში

29 Apr

 

ბრიტანელმა მეცნიერებმა ჩაატარეს ყველაზე სრულმასშტაბიანი კვლევა სასაცილო ხუმრობის გამოსავლენად.

უკანასკნელ წლებში ბრიტანელმა მეცნიერებმა საზოგადოებას შესთავაზეს მსოფლიოში იუმორის სფეროში ჩატარებული ყველაზე სრულმასშტაბიანი კვლევის შედეგად გამოვლენილი ყველაზე სასაცილო ხუმრობები.

ექსპერიმენტი, სახელწოდებით ” LaughLab“, მიმდინარეობდა ჰერტფორდშირის უნივერსიტეტის ფიზიოლოგ რიჩარდ ვაისმანის ხელმძღვანელობით.

40 ათასმა ხუმრობამ მიიღო 2 მილიონამდე შეფასება. ხუმრობები ფასდებოდა 5–ბალიანი სისტემით, „ისე რა სასაცილოდან“ „ძალიან სასაცილომდე“.

ხუმრობა, რომელმაც ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა, საზოგადოებას მიაწოდა ფსიქიატრმა გარპალ გოსელმა:

„ორი მონადირე გამოდის ტყიდან და ერთი უეცრად ეცემა მიწაზე. აღარ სუნთქავს და თვალებიც შუშისა გაუხდა. მეორე მონადირე ტელეფონით რეკავს 911 ნომერზე და მღელვარებისაგან სუნთქვაშეკრული ჩასძახის ყურმილში: „ მეგობარი მომიკვდა, რა ვქნა?“ ოპერატორი პასუხობს: „დამშვიდდით, დაგეხმარებით; ოღონდ, დასაწყისისთვის მოდით, დავრწმუნდეთ, მართლა მკვდარია თუ არა?“ რამდენიმე ხნის მანძილზე ყურმილი დუმს, შემდეგ ისმის გასროლა. მონადირე ეკითხება დისპეტჩერს: „კი, ნამდვილად მკვდარია, ეხლა როგორ მოვიქცე?“

შოტლანდიელთა საუკეთესო ხუმრობა იყო:

„მე მსურს მოვკვდე მშვიდად და წყნარად, როგორც მოკვდა ჩემი ბაბუა და არა ისე ყვირილითა და ფორიაქით, როგორც მისი ავტობუსის მგზავრები“!

საუკეთესო ხუმრობა დიდ ბრიტანეთში ასეთი აღმოჩნდა:

„ ორი სინდიოფალა ზის სკამზე. ერთი ეუბნება მეორეს დამცირებით: „მე დედაშენთან ვწოლილვარ“. დუმილი. ორივე სინდიოფალა დადარაჯებულია, რა მოხდება შემდეგ. პირველი ისევ იმეორებს: „მე ვწოლილვარ დედაშენთან!“ მეორე ბოლოს და ბოლოს გამოეპასუხება: „წადი, მამა, სახლში, შენ მთვრალი ხარ!“

საუკეთესო ხუმრობა აშშ–ში:

„ორი მამაკაცი თამაშობს გოლფს. უეცრად მათი სათამაშო მოედნის მიღმა ჩნდება სამგლოვიარო პროცესია. ერთი მოთამაშეთაგანი ხევდება დარტყმის მომენტში, იხდის კეპს, ხუჭავს თვალებს და თავს ხრის დაბლა. პარტნიორი ეუბნება: „ეს არის ყველაზე მგრძნობიარე ჟესტი, რომელიც ოდესმე მინახავს. თქვენ უთუოდ უკეთილშობილესი ადამიანი ბრძანდებით!“ პასუხად: „დიახ, ჩვენ ხომ 35 წლის ცოლ–ქმარი ვიყავით!“

საუკეთესო ხუმრობა ბელგიაში:

„რატომ აქვთ იხვებს აპკისებური თათები? იმისათვის, რომ ჩააქრონ ხანძარი. სპილოებს რატომ აქვთ ბრტყელი ფეხები? რათა გასრისონ ცეცხლმოკიდებული იხვები!“

 

 

 

 

news.ge

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: